Print this page

სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულება - იანვარი, 2023

„2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ყოველთვიური მიმოხილვა (იანვარი)" - მომზადებულია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის მიერ „საქართველოს 2023 წლის იანვარის თვის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების, გადასახდელების, ნაშთის ცვლილებისა და მთლიანი სალდოს შესახებ" საბიუჯეტო ოფისისათვის მიწოდებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე.

2023 წლის იანვარში:

  • სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობებმა 1,592.2 მლნ ლარი შეადგინა, რაც წლიური გეგმის 7.3%-ს, ხოლო 3 თვის გეგმის 33.6%-ს შეადგენს;
  • სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების ძირითადი წილი, 93.5%-ის ოდენობით, მოდის საგადასახადო შემოსავლებზე, რომელიც, როგორც ნომინალურ გამოხატულებაში, ასევე, წილობრივად შემოსულობებში  გაზრდილია 2021-2022 წლებთან შედარებით;
  • სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელებმა 1,497.4 მლნ ლარი შეადგინა, რაც წლიური გეგმის 6.8%-ს, ხოლო 3 თვის გეგმის 31.0%-ს შეადგენს;
  • სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელების ძირითადი წილი, 82.1%-ის ოდენობით, მოდის ხარჯებზე, რომელიც, როგორც ნომინალურ გამოხატულებაში, ასევე, წილობრივად გადასახდელებში  გაზრდილია 2021-2022 წლებთან შედარებით;
  • სახელმწიფო ბიუჯეტის ნაშთის დაგროვებამ 94.9 მლნ ლარი შეადგინა და 2023 წლის 1 თებერვლისთვის ნაშთი 1,342.4 მლნ ლარი ოდენობით განისაზღვრა.

დეტალურად იხილეთ სრული დოკუმენტი.