Print this page

ოპერატიული ინფორმაცია 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების შესახებ (იანვარ-სექტემბერი)

„2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის იანვარ-სექტემბრის შესრულების შესახებ ოპერატიული ინფორმაციის მიმოხილვა“ - მომზადებულია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის მიერ პარლამენტის საბიუჯეტო ოფისისათვის მოწოდებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე.

2025 წლის იანვარ-სექტემბერში, სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები 20,428.5 მლნ ლარს, წლიური გეგმის (27,560.8 მლნ ლარი) 74.1%-ს და 9 თვის გეგმის  (20,013.1 მლნ ლარი) 102.1%-ს შეადგენს, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს კი 1,425.7 მლნ ლარით (7.5%-ით) აღემატება (ძირითადად, შემოსავლების მატების გავლენით).   

2025 წლის 9 თვეში, გადასახდელები 19,217.2 მლნ ლარს, წლიური გეგმის (27,941.7 მლნ ლარი) 68.8%-ს და 9 თვის გეგმის (20,669.1 მლნ ლარი) 93.0%-ს აღწევს, ხოლო წინა წლის 9 თვის მაჩვენებელს   968.7 მლნ ლარით (5.3%-ით) აჭარბებს (ძირითადად, ხარჯების მატების გავლენით).

სახელმწიფო ბიუჯეტის ნაშთი წლის დასაწყისისათვის 1,386.2 მლნ ლარს გაუტოლდა. 9 თვის შემოსულობებისა და გადასახდელების გათვალისწინებით, ნაშთის დაგროვებამ 1,211.3 მლნ ლარი შეადგინა და 2025 წლის 1 ოქტომბრისთვის, სახელმწიფო ბიუჯეტის ნაშთი 2,597.5 მლნ ლარის ოდენობით განისაზღვრა.

რაც შეეხება სახელმწიფო ბიუჯეტის საოპერაციო სალდოსა და მთლიან სალდოს, 2025 წლის იანვარ-სექტემბერში, სახელმწიფო ბიუჯეტის საოპერაციო სალდო 1,844.6 მლნ ლარს გაუტოლდა, ხოლო მთლიანმა სალდომ  73.3 მლნ ლარი შეადგინა.

დეტალურად იხილეთ სრული დოკუმენტი.