Print this page

ოპერატიული ინფორმაცია 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების შესახებ (იანვარ-აგვისტო)

„2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის იანვარ-აგვისტოს შესრულების შესახებ ოპერატიული ინფორმაციის მიმოხილვა“ - მომზადებულია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის მიერ პარლამენტის საბიუჯეტო ოფისისათვის მოწოდებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე.

2025 წლის იანვარ-აგვისტოში, სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები 17,673.0 მლნ ლარს, წლიური გეგმის (27,560.8 მლნ ლარი) 64.1%-ს და 9 თვის გეგმის  (20,013.1 მლნ ლარი) 88.3%-ს შეადგენს, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს კი 992.6 მლნ ლარით (6.0%-ით) აღემატება (ძირითადად, შემოსავლების მატების გავლენით).

2025 წლის 8 თვეში, გადასახდელები  17,035.5 მლნ ლარს, წლიური გეგმის (27,941.7 მლნ ლარი) 61.0%-ს და 9 თვის გეგმის (20,669.1 მლნ ლარი) 82.4%-ს აღწევს, ხოლო წინა წლის 8 თვის მაჩვენებელს  763.1 მლნ ლარით (4.7%-ით) აჭარბებს (ძირითადად, ხარჯების მატების გავლენით).

სახელმწიფო ბიუჯეტის ნაშთი წლის დასაწყისისათვის 1,386.2 მლნ ლარს გაუტოლდა. 8 თვის შემოსულობებისა და გადასახდელების გათვალისწინებით, ნაშთის დაგროვებამ 637.5 მლნ ლარი შეადგინა და 2025 წლის 1 სექტემბრისთვის, სახელმწიფო ბიუჯეტის ნაშთი 2,023.7 მლნ ლარის ოდენობით განისაზღვრა.

რაც შეეხება სახელმწიფო ბიუჯეტის საოპერაციო სალდოსა და მთლიან სალდოს, 2025 წლის იანვარ-აგვისტოში, სახელმწიფო ბიუჯეტის საოპერაციო სალდო  1,477.1 მლნ ლარს გაუტოლდა, ხოლო მთლიანმა სალდომ  -39.2 მლნ ლარი შეადგინა.

დეტალურად იხილეთ სრული დოკუმენტი.