პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ,,საქართველოს მაკროეკონომიკური გარემოს კვარტალური მიმოხილვა" ასახავს ძირითადი მაკროეკონომიკური მაჩვენებლების ტენდენციებს. მიმოხილვა ეყრდნობა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის, საქართველოს ეროვნული ბანკის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მონაცემებს.
- 2024 წლის IV კვარტალში, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი 8.4%-ით გაიზარდა;
- 2024 წლის IV კვარტალში წლიური ინფლაცია 1.1%-ს გაუტოლდა, რაც მიზნობრივი ინფლაციის 3.0%-იან მაჩვენებელზე ნაკლებია;
- 2024 წლის IV კვარტალში ნაერთი ბიუჯეტის უარყოფითმა მთლიანმა სალდომ 1,675.9 მლნ ლარი შეადგინა;მთლიანი სახელმწიფო ვალი შემცირების ტენდენციას ავლენს. შემცირებულია საგარეო ვალის წილიც მთლიან სახელმწიფო ვალში, კერძოდ, 2024 წლის IV კვარტალში საგარეო ვალის წილმა 70.6% შეადგინა, მაშინ როდესაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდში 73.8% იყო;
- 2024 წლის III* კვარტალში გაუმჯობესდა საგადასახდელო ბალანსი. კერძოდ, მიმდინარე ანგარიშის დადებითმა სალდომ 58.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა (წინა წლის ანალოგიურ პერიოდში მიმდინარე ანგარიშის სალდო უარყოფითი 639.8 მლნ აშშ დოლარს შეადგენდა);
- 2024 წლის IV კვარტლის ბოლოსათვისსაერთაშორისო რეზერვებმა4,448.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 11.2%-ით ნაკლებია;
- 2024 წლის IV კვარტალში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტის წილი საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვის მთლიან მოცულობაში 27.0%-დან 27.5%-მდე გაიზარდა;
- წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 2024 წლის IV კვარტალში საქართველოში ფულადი გზავნილები 6.5%-ით შემცირდა და 833.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა;
- მონეტარული პოლიტიკის (რეფინანსირების) განაკვეთი 2024 წლის IV კვარტალის ბოლოს 8.00%-ით განისაზღვრა;
- ლარის გაცვლითი კურსი აშშ დოლარის მიმართ წინა კვარტალთან შედარებით 1.6%-ით, ხოლო 2023 წლის IV კვარტალთან მიმართებით 2.3%-ით გაუფასურდა;
- დოლარიზაციის მაჩვენებელი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით დეპოზიტებზე (2.3 პპ) გაიზარდა, ხოლო სესხებზე (1.9 პპ) შემცირდა.
დოკუმენტი ინტერაქტიულ ფორმატში იხილეთ ბმულზე: https://infogram.com/iv-kvartlis-makroekonomikuri-mimokhilva2024-1h984wvpn0ylz2p?live
დოკუმენტი PDF ფორმატში იხილეთ ბმულზე: