„საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმოხილვა" - მომზადებულია საქართველოს მთავრობის მიერ საქართველოს პარლამენტისათვის წარდგენილი „საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის“ საფუძველზე.
2022 წელს:
- 2022 წელს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობებმა 20,529.2 მლნ ლარი შეადგინა, რაც წლიური გეგმის (20,449.0 მლნ ლარი) 100.4%-ს შეადგენს, ხოლო წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 2,151.5 მლნ ლარით (11.7%-ით) აღემატება გადასახადებიდან მიღებული შემოსავლების მატების გავლენით. კერძოდ,