Parliamentary Budget Office

  • Georgian (GE)
  • English (UK)
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • ჩვენი როლი და მანდატი
    • საერთაშორისო მარეგულირებელი ჩარჩო
    • ორგანიზაციული სტრუქტურა და ადამიანური რესურსები
    • პარტნიორი ორგანიზაციები
    • არქივი
  • ბიუჯეტის ანალიზი
    • ანგარიშგების პოლიტიკა
    • ბიუჯეტის კალენდარი
    • სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტის მიმოხილვა
    • სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმოხილვა
    • ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური ბიუჯეტებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების მიმოხილვა
    • გაიგე მეტი შენი ქვეყნის ბიუჯეტის შესახებ
  • მაკროგარემოს ანალიზი
    • ანგარიშგების პოლიტიკა
    • მაკროეკონომიკური პროგნოზები
    • მაკროეკონომიკური გარემოს მიმოხილვა
    • მაკროეკონომიკური ინდიკატორები გრაფიკულად
  • ფინანსური გავლენის შეფასება
    • პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის როლი და მიდგომა
    • რეგულირების გავლენის შეფასება
  • კვლევები
    • კვლევითი საქმიანობის დაგეგმვა
    • კვლევითი პუბლიკაციები
    • თემატური პუბლიკაციები
    • ფისკალური შეფასების ანგარიშები
    • მეთოდოლოგიური განმარტებები
    • თვითშეფასების ანგარიში
  • პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის როლი და მიდგომა
  • რეგულირების გავლენის შეფასება

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის როლი და მიდგომა

  • დაბეჭდვა
  • ელ-ფოსტა

 

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის მიერ საკანონმდებლო ინიციატივების ფინანსური გავლენის შეფასების ფუნქცია განსაზღვრულია საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით და ეფუძნება "ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრულ მოთხოვნებს. შესაბამისად, აღნიშნული ფუნქცია პირდაპირ კავშირშია საკანონმდებლო პროცესთან.

 

 „ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „ბ" ქვეპუნქტის შესაბამისად, კანონპროექტის განმარტებით ბარათში, სხვა კომპონენტებთან ერთად, აისახება კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი), რომელშიც აღინიშნება:

ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო;
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე;
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე;
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით;
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა;
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი.

„ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის ზემოაღნიშნული პუნქტების მოთხოვნებთან კანონპროექტის შესაბამისობის შემოწმებას საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 102-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად ახორციელებს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისი. აღნიშნულის საფუძველზე პარლამენტის საბიუჯეტო ოფისი ამზადებს დასკვნას და წარუდგენს პარლამენტის ბიუროს.

იმ შემთხვევაში, თუ კანონპროექტი არ შეესაბამება „ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის ზემოაღნიშნულ მოთხოვნებს, პარლამენტის ბიურო უფლებამოსილია პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის მოტივირებული დასკვნის საფუძველზე კანონპროექტი ხარვეზის გამოსასწორებლად დაუბრუნოს მის ინიციატორს.

ამასთან, რეგლამენტის მიხედვით, პარლამენტის საბიუჯეტო ოფისი უფლებამოსილია კანონპროექტის განხილვის პროცედურის დაწყებიდან პირველ მოსმენამდე წარადგინოს დამატებითი ინფორმაცია „ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „ბ" ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საკითხებზე.

საკანონმდებლო ინიციატივების ფინანსური გავლენის შეფასების მექანიზმისა და პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის კანონმდებლობით განსაზღვრული საქმიანობის სრულყოფის მიზნით, პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის მიერ შემუშავებულ იქნა შემდეგი მეთოდოლოგიური დოკუმენტები:

  • კანონპროექტის ავტორის/ინიციატორის მიერ წარდგენილი კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასების მომზადების ხელშეწყობის მიზნით, პარლამენტის საბიუჯეტო ოფისმა შეიმუშავა სარეკომენდაციო სახის დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს კანონპროექტის განმარტებითი ბარათის ფინანსური გავლენის შეფასების მომზადების სახელმძღვანელო პრინციპებსა და მეთოდოლოგიურ მითითებებს. დოკუმენტი ეხმარება კანონპროექტის ავტორს/ინიციატორს, რათა მათ მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია ასახავდეს კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური გავლენის შესახებ სათანადო სურათს.
  • პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის მიერ ასევე შემუშავებულ იქნა ოფისის მიერ ფინანსური გავლენის შეფასების შემოწმების სახელმძღვანელო პრინციპებისა და მეთოდოლოგიური მითითებების დოკუმენტი, რომლის მიზანია ოფისის მიერ ფინანსური გავლენის შეფასების შემოწმებისა და დასკვნის მომზადებისათვის შესაბამისი სტანდარტებისა და მითითებების დადგენა.

 

კანონპროექტის განმარტებითი ბარათის ფინანსური გავლენის შეფასების მომზადების სახელმძღვანელო პრინციპები და მეთოდოლოგიური მითითებები

 

კანონპროექტის განმარტებითი ბარათის ფინანსური გავლენის შეფასების შემოწმების მეთოდოლოგიური მითითებები

 

 

 

 

სიახლეები

საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის მაკროეკონომიკური ანალიზისა და საგადასახადო პოლიტიკის განყოფილების უფროსი - ნათია სუარიშვილი სწავლას Williams College-ში განაგრძობს

საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის…

27-07-2022

საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის მაკროეკონომიკური ანალიზისა და საგადასახადო პოლიტიკის განყოფილების უფროსი - ნათია სუარიშვილი ეკონომიკური პოლიტიკის მიმართულებით Williams College-ში 2022-2023 სასწავლო წლის სამაგისტრო პროგრამაზე სრული დაფინანსებით ჩაირიცხა. აღნიშნული პროგრამის მიზანია...

პარლამენტის აპარატის თანამშრომლებისათვის საკანონმდებლო ინიციატივის ფინანსური გავლენის შეფასების სახელმძღვანელო პრინციპების თემაზე ტრენინგი ჩატარდა

პარლამენტის აპარატის თანამშრომლებისათვის…

30-09-2020

პარლამენტის მიერ კანონშემოქმედებითი საქმიანობის ეფექტიანად განხორციელების ფარგლებში, საკანონმდებლო ინიციატივების ფინანსური გავლენის შეფასების მექანიზმის შემდგომი დახვეწისა და მისი პრაქტიკაში დანერგვის ხელშეწყობის, კერძოდ, საკანონმდებლო ინიციატივების 

პარლამენტის აპარატის თანამშრომლებისათვის ფისკალური გარემოს შეფასებისა და მონიტორინგის თემაზე ტრენინგი ჩატარდა

პარლამენტის აპარატის თანამშრომლებისათვის…

30-09-2020

პარლამენტის მიერ საბიუჯეტო უფლებამოსილების ეფექტიანად განხორციელების ხელშეწყობის მიზნით პარლამენტის დარგობრივი კომიტეტების აპარატების თანამშრომლებისათვის ფისკალური გარემოს შეფასების ანალიზის შესაძლებლობების გაძლიერების მიმართულებით 

 

 

ჩვენ შესახებ

ჩვენი როლი და მანდატი

ორგანიზაციული სტრუქტურა და ადამიანური რესურსები

პარტნიორი ორგანიზაციები

ანგარიშები/კვლევები

ბიუჯეტის ანალიზის მიმართულება

მაკროეკონომიკური გარემოს მიმოხილვა

კვლევები

კონტაქტი

რუსთაველის გამზ.8, კორპუსი C - 648.

საქართველო, თბილისი 0118.

ტელ/ფაქსი: 2 28-13-53

ელ-ფოსტა: This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.

  • Home
  • Contact