პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის შეფასებით, იმ დაშვებით, რომ დაგროვებით საპენსიო სქემაში ჩაერთვებიან მხოლოდ ის დაქირავებით დასაქმებულები, რომელთათვისაც სავალდებულოა სქემაში მონაწილეობა, 2018 წელს (კანონპროექტის ამოქმედების ვადის გათვალისწინებით):
• სახელმწიფო ბიუჯეტის მიერ საპენსიო სქემის მონაწილეთა სასარგებლოდ (საჯარო და კერძო სექტორი ერთად) ფონდში შენატანის მოცულობა გაუტოლდება 71 მლნ ლარს, ხოლო საპენსიო ფონდში დაგროვილი სახსრების სრული მოცულობა - 166 მლნ ლარს.
• სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე (საგადასახადო შემოსავლებზე) გავლენა შემცირების მიმართულებით შეადგენს 21 მლნ
იხილეთ დანართი:
დეპოზიტების დაზღვევის სისტემა გულისხმობს ფიზიკური პირი დეპოზიტარების გარკვეული ნაწილის მიერ ბანკებში დაბანდებული სახსრების ანაზღაურებას კანონით განსაზღვრული სადაზღვევო შემთხვევის დადგომის დროს. წარმოდგენილი პროექტით, დაზღვევას სრულად ექვემდებარება როგორც ეროვნულ, ისე უცხოურ ვალუტაში დენომინირებული დეპოზიტები, რომელთა მოცულობა არ აღემატება 5000 ლარს და ასევე უფრო დიდი მოცულობის დეპოზიტებიდან 5000 ლარის ოდენობის სახსრები.