Print this page

პირდაპირი უცხოური ინვესტიციები და მისი განმსაზღვრელი ფაქტორები

 

საერთაშორისო კვლევებითა და პრაქტიკული გამოცდილებით, პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს ძირითადად განაპირობებს ქვეყნის კარგი საინვესტიციო კლიმატი და სტაბილური გარემო. მისი მოზიდვის ან/და ქვეყანაში შემოსვლის ძირითადი მიზნები (მამოძრავებელი ფაქტორი შეიძლება იყოს):

ნატურალური რესურსის მოძიებაზე ორიენტირებული: ასეთი ინვესტიციის მიზანია წვდომა მოიპოვოს ისეთ რესურსზე, რომელიც არ მოიპოვება კომპანიის საშინაო ბაზარზე.  

ბაზრის ძიებასთან დაკავშირებული: ასეთი ინვესტიცია ორიენტირებულია ახალი ბაზრების, ახალი კლიენტების და საექსპორტო ბაზრების მოძიებაზე . 

ეფექტურობის ზრდაზე ორიენტირებული: ასეთი ინვესტიციის მოძრაობის ძირითადი მიზანია შეამციროს საკუთარი ხარჯები, სხვა ქვეყანაში შესვლით აითვის იმ ქვეყანაში არსებული ტექნოლოგიები, იაფი მუშახელი ან იაფი წარმოების საშუალებები.

სტრატეგიული აქტივების ძიებაზე ორიენტირებული: ამ ტიპის პირდაპირი ინვესტიციის მთავარი მიზანი ქვეყანაში შესვლისას ხელთ იგდოს იქ არსებული სტრატეგიული აქტივი, როგორიცაა ცნობილი ბრენდი, ახალი ტექნოლოგიები ან სადისტრიბუციო ქსელი.