რუსეთთან საჰაერო მიმოსვლის აკრძალვის გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე
Print this page

რუსეთთან საჰაერო მიმოსვლის აკრძალვის გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე

ქვემოთწარმოდგენილი მოკლე შეფასება მიზნად ისახავს შეაფასოს რუსეთის მიერ დაკისრებული სანქციების გავლენა ქართულ ეკონომიკაზე. იმ დაშვებით, რომ აკრძალვის შემდეგ წლის მეორე ნახევარში რუსეთიდან ტურისტების ნაკადი 50%-ით შემცირდება და რომ მთლიანი ტურისტების რაოდენობა 2019 წელს 9%-ის ნაცვლად 3.3%-ით გაიზრდება, 2019 წლისათვის, საბაზისო სცენართან შედარებით, ტურიზმის დანახარჯები შემცირდება 572 მლნ ლარით, რაც დაახლოებით 200 მლნ აშშ დოლარის ტოლია. ამ ყოველივეს გათვალისწინებით, მოსალოდნელია, რომ 2019 წელს რუსეთთან საჰაერო მიმოსვლის აკრძალვას ეკონომიკურ ზრდაზე ექნება უარყოფითი გავლენა 0.6%-ული პუნქტის ოდენობით საბაზისო პროგნოზთან შედარებით. უნდა აღინიშნოს, რომ შეფასება სენსიტიურია წარმოდგენილი დაშვებების მიმართ და შესაძლებელია შეიცვალოს ეკონომიკური ინდიკატორების დინამიკაზე დაყრდნობით დაშვებების ცვლილების პარალელურად.

დეტალური ინფორმაციისათვის იხ. სრული დოკუმენტი.