Print this page

სახელმწიფო კაპიტალური ინვესტიციების გავლენა ეკონომიკაზე: ემპირიული კვლევების მიმოხილვა

 

როგორც განვითარებულ, ისე განვითარებად და დაბალშემოსავლიან ქვეყნებში ეკონომიკური განვითარებისათვის კერძო ინვესტიციებთან ერთად, განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ინვესტიციები, მათ შორის, უპირველესად - ინვესტიციები ინფრასტრუქტურაში.

მიუხედავად აგრეგატულად სახელმწიფო ინვესტიციების მნიშვნელოვანი პოტენციური სარგებლიანობისა, პრაქტიკაში მათი ეფექტიანი მართვა მრავალ გამოწვევასთანაა დაკავშირებული და სახელმწიფო კაპიტალური ინვესტიციების გამოშვებაზე გავლენის როგორც ზომა, ისე მიმართულება დებატების საგნად რჩება. ბუნებრივია, კონკრეტული პროექტის ეკონომიკური სარგებელი შესაბამისი ანალიზით (მ.შ. ხარჯ-სარგებლიანობის ანალიზით) ფასდება. თუმცა აგრეგატულ დონეზე, სახელმწიფო ინვესტიციების გავლენას ეკონომიკურ ზრდაზე სხვადასხვა ფაქტორები განსაზღვრავს, როგორებიცაა, მაგ. დაფინანსების წყარო, ეკონომიკური ციკლის ეტაპი, განხორციელებული ინვესტიციების ტიპი და ქვეყნის განვითარების დონე.

ემპირიული კვლევების შედეგებით, სახელმწიფო ინვესტიციის მოკლევადიანი ეფექტი მაქსიმალურია, როდესაც იგი დეფიციტურად არის დაფინანსებული, რეცესიის პერიოდში და საბაზო ტიპისაა. თუმცა, შესაძლებელია, სურათი განსხვავდებოდეს გრძელვადიანი ეფექტისათვის: იგი, შესაძლოა, უფრო მაღალი იყოს ნეიტრალურად დაფინანსებული ინვესტიციების შემთხვევაში. ამასთან, განვითარებად, დაბალშემოსავლიან ქვეყნებში სოციალური ინფრასტრუქტურის გრძელვადიანი უკუგება, შესაძლოა, აღემატებოდეს ეკონომიკური ინფრასტრუქტურის უკუგებას. რაც შეეხება უშუალოდ ადგილობრივ დონეზე გაწეულ ინფრასტრუქტურულ ხარჯებს ტიპების მიხედვით, კვლევების თანახმად, ადგილობრივი მთავრობის ინსტიტუტები და ადამიანური რესურსები ის უმნიშვნელოვანესი ფაქტორებია, რომლებიც თავისთავადაც განსაზღვრავს რეგიონის განვითარების დონეს და, ამასთან,  უზრუნველყოფს სახსრების ეფექტიანი გამტარობის ფუნქციასაც.

 

დეტალური ინფორმაციისათვის იხ. სრული დოკუმენტი.