დეპოზიტების დაზღვევის სისტემა
Print this page

დეპოზიტების დაზღვევის სისტემა

დეპოზიტების დაზღვევის სისტემა გულისხმობს ფიზიკური პირი დეპოზიტარების გარკვეული ნაწილის მიერ ბანკებში დაბანდებული სახსრების ანაზღაურებას კანონით განსაზღვრული სადაზღვევო შემთხვევის დადგომის დროს. წარმოდგენილი პროექტით, დაზღვევას სრულად ექვემდებარება როგორც ეროვნულ, ისე უცხოურ ვალუტაში დენომინირებული დეპოზიტები, რომელთა მოცულობა არ აღემატება 5000 ლარს და ასევე უფრო დიდი მოცულობის დეპოზიტებიდან 5000 ლარის ოდენობის სახსრები.
ინიციატივის მიხედვით, სადაზღვევო ფონდის მიზნობრივი მაჩვენებელი დასაზღვევი დეპოზიტების მთლიანი მოცულობის 6%-ს შეადგენს, ხოლო შევსების ძირითად წყაროს სხვა სახსრებთან ერთად წარმოადგენს რეგულარული შენატანები, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს დასაზღვევი ლარის დეპოზიტების მოცულობის 0.067%-სა და უცხოური ვალუტის დეპოზიტების მოცულობის 0.1%-ს.
ინიციატივით გათვალისწინებული 5000 ლარიანი ზღვრის დადგენისას სისტემა დაფარავს ფიზიკური პირი დეპოზიტარების რაოდენობის 96.5%-ს და მთლიანი დეპოზიტების თანხობრივი მოცულობის 15.3%-ს. გარდა ზემოაღნიშნულისა, საბაზისო დაშვებებზე დაყრდნობით, საბიუჯეტო ოფისის შეფასებით:
სადაზღვევო ფონდის მიზნობრივი 6%-იანი ნიშნულის მიღწევა შესაძლებელია 2025 წლისათვის.
სადაზღვევო ფონდის მიზნობრივი 6%-იანი ნიშნულის 2022 წლისათვის მისაღწევად, სხვა თანაბარ პირობებში, ლარის დეპოზიტების ყოველთვიური შენატანი უტოლდება დეპოზიტის მოცულობის 0.097%-ს, ხოლო დოლარის დეპოზიტებისათვის - 0.144%-ს.
ამასთან, დეპოზიტების ზრდის საბაზისოსაგან განსხვავებული სცენარებისათვის მოსალოდნელია ფონდის შენატანებისა და მის მიზნობრივ სიდიდესთან შესაბამისობის განსხვავებული დინამიკა.