მაკროეკონომიკური გარემოს მიმოხილვა - III კვარტალი, 2017
Print this page

მაკროეკონომიკური გარემოს მიმოხილვა - III კვარტალი, 2017

 • 2017 წლის III კვარტალში, წინასწარი შეფასებით, მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) საშუალო რეალურმა ზრდამ 4.4% შეადგინა, ხოლო 2017 წლის პირველ სამ კვარტალში 4.7%. 2017 წლის III კვარტალში წლიური ინფლაციის საშუალო მაჩვენებელმა 6.0% შეადგინა, რაც მაღალია ეროვნული ბანკის მიერ გამოცხადებულ მიზნობრივ მონაცემთან (4%) შედარებით.

• 2017 წლის III კვარტალში ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლები 7.2%-ით გაიზარდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ხოლო ხარჯებმა და არაფინანსური აქტივების შეძენამ 6.1%-ით მოიმატა. 2017 წლის III კვარტალის მდგომარეობით, სახელმწიფო ვალი 19.4%-ით გაიზარდა წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით.