მაკროეკონომიკური გარემოს მიმოხილვა - II კვარტალი, 2017
Print this page

მაკროეკონომიკური გარემოს მიმოხილვა - II კვარტალი, 2017

2017 წლის II კვარტალში, წინასწარი შეფასებით, მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) საშუალო რეალურმა ზრდამ 4.0% შეადგინა, მათ შორის: აპრილში 2.1%, მაისში 5.3%, ხოლო ივნისში 4.6%. 2017 წლის II კვარტალში წლიური ინფლაციის საშუალო მაჩვენებელმა 6.6% შეადგინა, რაც მაღალია ეროვნული ბანკის მიერ გამოცხადებულ მიზნობრივ მონაცემთან (4%) შედარებით. 2017 წლის II კვარტალში ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლები 17.7%-ით გაიზარდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ხოლო ხარჯებმა და არაფინანსური აქტივების შეძენამ 12.2%-ით მოიმატა. 2017 წლის II კვარტალის მდგომარეობით, სახელმწიფო ვალი 15.3%-ით გაიზარდა წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით.