Print this page

მაკროეკონომიკური გარემოს მიმოხილვა - I კვარტალი, 2017

• 2017 წლის I კვარტალში, წინასწარი შეფასებით, მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) საშუალო რეალურმა ზრდამ 5.0% შეადგინა, მათ შორის: იანვარში 5.2%, თებერვალში 4.4%, ხოლო მარტში 5.3%. 2017 წლის I კვარტალში წლიური ინფლაციის საშუალო მაჩვენებელმა 4.9% შეადგინა, რაც მაღალია ეროვნული ბანკის მიერ გამოცხადებულ მიზნობრივ მონაცემთან (4%) შედარებით.
• 2017 წლის I კვარტალში ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლები 18.7%-ით გაიზარდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ხოლო ხარჯებმა და არაფინანსური აქტივების შეძენამ 5.9%-ით მოიმატა. 2017 წლის I კვარტალის მდგომარეობით, სახელმწიფო ვალი 9.5%-ით გაიზარდა წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით. კერძოდ, სახელმწიფო საშინაო ვალი გაიზარდა 16.2%-ით, ხოლო სახელმწიფო საგარეო ვალი 7.6%-ით, რაც ძირითადად ვალუტის კურსის ცვლილებას უკავშირდება.