Print this page

საქართველოს ძირითადი მაკროეკონომიკური ტენდენციების კვარტალური ბიულეტენი 2016 წლის IV კვარტალი

 • 2016 წელს, წინასწარი შეფასებით, მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) წლიურმა რეალურმა ზრდამ 2.2% შეადგინა. მათ შორის: I კვარტალში-2.7%, II კვარტალში-3.0%, III კვარტალში-2.3%, ხოლო IV კვარტალში-1.2%. 2016 წლის IV კვარტალის ბოლოს - დეკემბერში წლიურმა ინფლაციამ 1.8% შეადგინა, რაც მნიშვნელოვნად ნაკლებია ეროვნული ბანკის მიერ გამოცხადებულ მიზნობრივ მაჩვენებელთან (5%) შედარებით.
• 2016 წლის IV კვარტალში ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლები 11.0%-ით გაიზარდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ხოლო ხარჯებმა და არაფინანსური აქტივების შეძენამ 5.4%-ით მოიმატა. 2016 წლის IV კვარტალის მდგომარეობით, სახელმწიფო ვალი 15.0%-ით გაიზარდა წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით. კერძოდ, სახელმწიფო საშინაო ვალი გაიზარდა 12.4%-ით, ხოლო სახელმწიფო საგარეო ვალი 15.7%-ით