„ოპერატიული ინფორმაცია 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების შესახებ (იანვარ-აპრილი)“ - მომზადებულია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის მიერ პარლამენტის საბიუჯეტო ოფისისათვის მიწოდებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე.
2023 წლის იანვარ-აპრილში სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების შესრულება 7,184.4 მლნ ლარს, წლიური გეგმის (21,914.2 მლნ ლარი) 32.8%-ს და 6 თვის გეგმის (9,993.2 მლნ ლარი) 71.9%-ს შეადგენს, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს კი 1,525.9 მლნ ლარით (27.0%-ით) აღემატება.
გადასახდელების შესრულება 6,401.6 მლნ ლარს, წლიური გეგმის (21,880.1 მლნ ლარი) 29.3%-ს და 6 თვის გეგმის (10,002.0 მლნ ლარი) 64.0%-ს აღწევს, ხოლო წინა წლის იანვარ-აპრილის მაჩვენებელს 727.6 მლნ ლარით (12.8%-ით) აჭარბებს.
შესაბამისად, იანვარ-აპრილში სახელმწიფო ბიუჯეტში მიღებული შემოსულობების და გადასახდელების შესრულების გათვალისწინებით, ნაშთის ცვლილება (დაგროვება) 782.8 მლნ ლარს შეადგენს. წლის დასაწყისისათვის ნაშთის მოცულობამ შეადგინა 1,247.5 მლნ ლარი, ხოლო 2023 წლის პირველი მაისისთვის კი ნაშთი განისაზღვრა 2,030.3 მლნ ლარის ოდენობით.
რაც შეეხება სახელმწიფო ბიუჯეტის საოპერაციო სალდოსა და მთლიან სალდოს, 2023 წლის იანვარ-აპრილში სახელმწიფო ბიუჯეტის საოპერაციო სალდომ შეადგინა 1,243.5 მლნ ლარი, ხოლო მთლიანმა სალდომ - 372.3 მლნ ლარი.
დეტალურად იხილეთ სრული დოკუმენტი.