„ოპერატიული ინფორმაცია 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების შესახებ (იანვარ-მარტი)“ - მომზადებულია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის მიერ პარლამენტის საბიუჯეტო ოფისისათვის მოწოდებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე.
2023 წლის იანვარ-მარტში სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების შესრულება 4,896.7მლნ ლარს, წლიური გეგმის (21,914.2 მლნ ლარი) 22.3%-ს და 3 თვის გეგმის (4,733.3 მლნ ლარი) 103.5%-ს შეადგენს, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს კი 70.5 მლნ ლარით (1.5%-ით) აღემატება.
გადასახდელების შესრულება 4,655.3 მლნ ლარს, წლიური გეგმის (21,880.1 მლნ ლარი) 21.3%-ს და 3 თვის გეგმის (4,835.7 მლნ ლარი) 96.3%-ს აღწევს, ხოლო წინა წლის იანვრ-მარტის მაჩვენებელს 388.9 მლნ ლარით (9.1%-ით) აჭარბებს.
შესაბამისად, იანვარ-მარტში სახელმწიფო ბიუჯეტში მიღებული შემოსულობების და გადასახდელების შესრულების გათვალისწინებით, ნაშთის ცვლილება (დაგროვება) 241.4 მლნ ლარს შეადგენს. წლის დასაწყისისათვის ნაშთის მოცულობამ შეადგინა 1,247.6 მლნ ლარი, ხოლო 2023 წლის პირველი აპრილისთვის კი ნაშთი განისაზღვრა 1,488.9 მლნ ლარის ოდენობით.
რაც შეეხება სახელმწიფო ბიუჯეტის საოპერაციო სალდოსა და მთლიან სალდოს, 2023 წლის იანვარ-მარტში სახელმწიფო ბიუჯეტის საოპერაციო სალდომ შეადგინა 658.5 მლნ ლარი, ხოლო მთლიანმა სალდომ - 105.0 მლნ ლარი.
დეტალურად იხილეთ სრული დოკუმენტი.