პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის შეფასებით, 2018 წლის IV კვარტალში რეალური მშპ-ის ზრდის ტემპი 5%-ს მიაღწევს. 2017 წლის იმავე პერიოდში მშპ-ის ზრდის ტემპი 5.3% იყო. მიმდინარე წლის IV კვარტალში მშპ-ის მოსალოდნელ ზრდას განსაზღვრავს აბსორბციის კომპონენტი (5.7 პპ), ხოლო წმინდა ექსპორტის წვლილი უარყოფითია (-0.7 პპ).
პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის შეფასებით, 2018 წლის III კვარტალში რეალური მშპ-ის ზრდის ტემპი 5.2%-ს მიაღწევს. 2017 წლის იმავე პერიოდში მშპ-ის ზრდის ტემპი 4.4% იყო. მიმდინარე წლის III კვარტალში მშპ-ის მოსალოდნელ ზრდას, ფაქტობრივად, მთლიანად განსაზღვრავს აბსორბციის კომპონენტი, ხოლო წმინდა ექსპორტის წვლილი უმნიშვნელოა.
პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის შეფასებით, 2018 წლის II კვარტალში რეალური მშპ-ის ზრდის ტემპი 5.1%-ს მიაღწევს. 2017 წლის იმავე პერიოდში მშპ-ის ზრდის ტემპი 4.9% იყო. მიმდინარე წლის II კვარტალში მშპ-ის მოსალოდნელ ზრდას განსაზღვრავს აბსორბციის კომპონენტი (5.6 %-ული პუნქტი), ხოლო წმინდა ექსპორტის წვლილი უარყოფითია (-0.5 %- ული პუნქტი).
პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის შეფასებით, 2018 წლის I კვარტალში რეალური მშპ-ის ზრდის ტემპი 4.2%-ს მიაღწევს. გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელი 5.3%-ს გაუტოლდა. მშპ-ის მოსალოდნელ ზრდაში დადებითი წვლილი შეაქვს როგორც აბსორბციის (3.8%), ასევე - წმინდა ექსპორტის (0.4%) კომპონენტს.