Print this page

ეკონომიკური ზრდის კვარტალური პროგნოზი - IV კვარტალი, 2018

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის შეფასებით, 2018 წლის IV კვარტალში რეალური მშპ-ის ზრდის ტემპი 5%-ს მიაღწევს. 2017 წლის იმავე პერიოდში მშპ-ის ზრდის ტემპი 5.3% იყო. მიმდინარე წლის IV კვარტალში მშპ-ის მოსალოდნელ ზრდას განსაზღვრავს აბსორბციის კომპონენტი (5.7 პპ), ხოლო წმინდა ექსპორტის წვლილი უარყოფითია (-0.7 პპ).