Print this page

ეკონომიკური ზრდის კვარტალური პროგნოზი - I კვარტალი, 2018

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის შეფასებით, 2018 წლის I კვარტალში რეალური მშპ-ის ზრდის ტემპი 4.2%-ს მიაღწევს. გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელი 5.3%-ს გაუტოლდა. მშპ-ის მოსალოდნელ ზრდაში დადებითი წვლილი შეაქვს როგორც აბსორბციის (3.8%), ასევე - წმინდა ექსპორტის (0.4%) კომპონენტს.