მაკროეკონომიკური პროგნოზები - დეკემბერი 2017
Print this page

მაკროეკონომიკური პროგნოზები - დეკემბერი 2017

 

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის შეფასებით, 2018 წლისათვის რეალური მშპ-ს ზრდის საპროგნოზო ტემპი 4.9%-ს შეადგენს, ხოლო 2018-2021 წლებისათვის საშუალო ზრდა 5.3%-ს უტოლდება. მშპ-ს რეალური ზრდის წარმოდგენილი პროგნოზი 2018 წლისათვის (4.93%) თითქმის არ განსხვავდება (მხოლოდ 0.03 %-ული პუნქტით აღემატება) საბიუჯეტო ოფისის მიერ მიმდინარე წლის ივნისში გამოქვეყნებული საპროგნოზო მაჩვენებელისაგან. აღნიშნული ძირითადად რამდენიმე ფაქტორითაა განპირობებული: 2017 წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა საგარეო ეკონომიკური გარემო და პოზიტიურად შეიცვალა ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ეკონომიკური ზრდის პროგნოზი. ამავდროულად, 2017 წლის განმავლობაში ეკონომიკური ზრდის პერმანენტულმა, შედარებით მაღალმა მაჩვენებელმა გააუმჯობესა მშპ-ს პოტენციური დონე. აღნიშნულმა ორმა ფაქტორმა ერთობლივად დადებითი გავლენა მოახდინა 2018 წლის ეკონომიკური ზრდის განახლებულ მაჩვენებელზე. თუმცა 2017 წლისათვის ივნისში გამოქვეყნებულ საპროგნოზო მაჩვენებელზე მაღალი ეკონომიკური ზრდის საბაზისო ეფექტი ასევე აისახა 2018 წლის პროგნოზზე. შედეგად, ეკონომიკური ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელი კვლავ 4.9%-ის დონეზე ჩამოყალიბდა.

დეტალურად სხვა ეკონომიკური პარამეტრების განახლებული პროგნოზების შესახებ იხილეთ სრული დოკუმენტი.