Print this page

მაკროეკონომიკური პროგნოზები - დეკემბერი 2016

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის მაკროეკონომიკური პროგნოზირების მოდელის მიხედვით 2017 წლისათვის რეალური მშპ-ს ზრდის ტემპის პროგნოზი 3.8%-ს, ხოლო 2017-2020 წლებისათვის საშუალო ზრდა 5.1%-ს შეადგენს. პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის პროგნოზით, 2017 წლისათვის ნაერთი ბიუჯეტის მთლიანი სალდოს (GFSM 2001) მოსალოდნელი მოცულობა მშპ-ს 1.5%-ს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებლები  განსხვავდება ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტით (BDD) განსაზღვრული მაჩვენებლისაგან, როგორც ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების, ასევე მთლიანი შიდა პროდუქტის განსხვავებული საპროგნოზო მაჩვენებლების გავლენით. კერძოდ, საბიუჯეტო ოფისის პროგნოზით, 2017 წლისათვის ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების მოცულობა 9 170 მლნ ლარს შეადგენს, რაც BDD-ით წარმოდგენილ პროგნოზზე მცირედით ნაკლებია.

მაკროპროგნოზებს თან ერთვის ინტერაქციული ინფოგრაფიკი რომელიც საშუალებას იძლევა მომხმარებლისთვის მოსახერხებელი ფორმით იქნას წარმოდგენილი შესაბამისი მაკროეკონომიკური ინდიკატორების დინამიკა.