პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ,,საქართველოს მაკროეკონომიკური გარემოს ყოველთვიური მიმოხილვა" ასახავს ძირითადი მაკროეკონომიკური მაჩვენებლების ტენდენციებს. მიმოხილვა ეყრდნობა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის, საქართველოს ეროვნული ბანკის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მონაცემებს.
საანგარიშო პერიოდისათვის ძირითადი ინდიკატორების დინამიკა შემდეგია:
- აგვისტოში, წინასწარი შეფასებით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 2.0%, ხოლო იანვარ-აგვისტოში მშპ-ის საშუალო რეალურმა ზრდამ 4.8% შეადგინა
- სექტემბერში წლიური ინფლაცია 2.7%-ს გაუტოლდა
- სექტემბერში, წინა თვესთან შედარებით, ლარის გაცვლითი კურსი როგორც აშშ დოლართან მიმართებით, ისე ევროს მიმართ გაუფასურების ტენდენციას ავლენს, შესაბამისად 2.9%-ით და 4.0%-ით
დეტალურად სხვა ეკონომიკური პარამეტრების დინამიკის შესახებ იხილეთ სრული დოკუმენტი.