მაკროეკონომიკური გარემოს მიმოხილვა აგვისტო, 2018
Print this page

მაკროეკონომიკური გარემოს მიმოხილვა აგვისტო, 2018

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ,,საქართველოს მაკროეკონომიკური გარემოს ყოველთვიური მიმოხილვა" ასახავს ძირითადი მაკროეკონომიკური მაჩვენებლების ტენდენციებს. მიმოხილვა ეყრდნობა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის, საქართველოს ეროვნული ბანკის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მონაცემებს.

საანგარიშო პერიოდისათვის ძირითადი ინდიკატორების დინამიკა შემდეგია:

• ივლისში, წინასწარი შეფასებით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 4.6%, ხოლო იანვარ-ივლისში მშპ-ის საშუალო რეალურმა ზრდამ 5.5% შეადგინა
• აგვისტოში წლიური ინფლაცია 3.1%-ს გაუტოლდა
• აგვისტოში, წინა თვესთან შედარებით, ლარის გაცვლითი კურსი როგორც აშშ დოლართან მიმართებით, ისე ევროს მიმართ გაუფასურების ტენდენციას ავლენს, შესაბამისად 3.5%-ით და 2.3%-ით

დეტალურად სხვა ეკონომიკური პარამეტრების დინამიკის შესახებ იხილეთ სრული დოკუმენტი.