პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ,,საქართველოს მაკროეკონომიკური გარემოს ყოველთვიური მიმოხილვა" ასახავს ძირითადი მაკროეკონომიკური მაჩვენებლების ტენდენციებს. მიმოხილვა ეყრდნობა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის, საქართველოს ეროვნული ბანკის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მონაცემებს.
საანგარიშო პერიოდისათვის ძირითადი ინდიკატორების დინამიკა შემდეგია:
- ივნისში, წინასწარი შეფასებით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 4.0%, ხოლო იანვარ-ივნისში მშპ-ის საშუალო რეალურმა ზრდამ 5.7% შეადგინა.
- ივლისში წლიური ინფლაცია 2.8%-ს გაუტოლდა.
- ივლისში, წინა თვესთან შედარებით, ლარის გაცვლითი კურსი როგორც აშშ დოლართან მიმართებით, ისე ევროს მიმართ მცირედი გამყარების ტენდენციას ავლენს, შესაბამისად 0.4%-ით და 0.5%-ით.
დეტალურად სხვა ეკონომიკური პარამეტრების დინამიკის შესახებ იხილეთ სრული დოკუმენტი.