პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ,,საქართველოს მაკროეკონომიკური გარემოს ყოველთვიური მიმოხილვა" ასახავს ძირითადი მაკროეკონომიკური მაჩვენებლების ტენდენციებს. მიმოხილვა ეყრდნობა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის, საქართველოს ეროვნული ბანკის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მონაცემებს.
საანგარიშო პერიოდისათვის ძირითადი ინდიკატორების დინამიკა შემდეგია:
∙ მაისში, წინასწარი შეფასებით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 7.5%, ხოლო იანვარ-მაისში მშპ-ის საშუალო რეალურმა ზრდამ 6.1% შეადგინა
∙ ივნისში წლიური ინფლაცია 2.2%-ს გაუტოლდა
∙ ივნისში, წინა თვესთან შედარებით, ლარის გაცვლითი კურსი აშშ დოლართან მიმართებით მცირედი გაუფასურების (0.1%), ხოლო ევროს მიმართ მცირედი გამყარების (1.3%) ტენდენციას ავლენს
დეტალურად სხვა ეკონომიკური პარამეტრების დინამიკის შესახებ იხილეთ სრული დოკუმენტი.