პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ,,საქართველოს მაკროეკონომიკური გარემოს ყოველთვიური მიმოხილვა" ასახავს ძირითადი მაკროეკონომიკური მაჩვენებლების ტენდენციებს. მიმოხილვა ეყრდნობა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის, საქართველოს ეროვნული ბანკის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მონაცემებს.
- ოქტომბერში, წინასწარი შეფასებით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 5.7%, ხოლო იანვარ-ოქტომბერში მშპის საშუალო რეალურმა ზრდამ 5.1% შეადგინა
- ნოემბერში წლიური ინფლაცია 7.0%-ს გაუტოლდა
- იანვარ-ოქტომბერში საქონლის ექსპორტის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა წინა წლების ანალოგიურ პერიოდებთან მიმართებით
- ნოემბერში, წინა თვესთან შედარებით, ლარის გაცვლითი კურსი აშშ დოლართან მიმართებით 0.1%-ით, ევროს მიმართ კი 0.2%-ით გაუფასურების ტენდენციას ავლენს
დეტალურად სხვა ეკონომიკური პარამეტრების დინამიკის შესახებ იხილეთ სრული დოკუმენტი