მაკროეკონომიკური გარემოს მიმოხილვა - სექტემბერი, 2019
Print this page

მაკროეკონომიკური გარემოს მიმოხილვა - სექტემბერი, 2019

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ,,საქართველოს მაკროეკონომიკური გარემოს ყოველთვიური მიმოხილვა" ასახავს ძირითადი მაკროეკონომიკური მაჩვენებლების ტენდენციებს. მიმოხილვა ეყრდნობა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის, საქართველოს ეროვნული ბანკის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მონაცემებს.

• აგვისტოში, წინასწარი შეფასებით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 5.8%, ხოლო იანვარ-აგვისტოში მშპ-ის საშუალო რეალურმა ზრდამ 5.0% შეადგინა.
• სექტემბერში წლიური ინფლაცია 6.4%-ს გაუტოლდა.
• იანვარ-აგვისტოში საქონლის ექსპორტის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა წინა წლების ანალოგიურ პერიოდებთან მიმართებით.
• სექტემბერში, წინა თვესთან შედარებით, ლარის გაცვლითი კურსი აშშ დოლართან მიმართებით 1.3%-ით, ევროს მიმართ კი 0.3%-ით გაუფასურების ტენდენციას ავლენს.


დეტალურად სხვა ეკონომიკური პარამეტრების დინამიკის შესახებ იხილეთ სრული დოკუმენტი.