მაკროეკონომიკური გარემოს მიმოხილვა - აგვისტო, 2019
Print this page

მაკროეკონომიკური გარემოს მიმოხილვა - აგვისტო, 2019

 

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ,,საქართველოს მაკროეკონომიკური გარემოს ყოველთვიური მიმოხილვა" ასახავს ძირითადი მაკროეკონომიკური მაჩვენებლების ტენდენციებს. მიმოხილვა ეყრდნობა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის, საქართველოს ეროვნული ბანკის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მონაცემებს.

  • ივლისში, წინასწარი შეფასებით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 6.1%, ხოლო იანვარ-ივლისში მშპ-ის საშუალო რეალურმა ზრდამ 5.1% შეადგინა
  • აგვისტოში წლიური ინფლაცია 4.9%-ს გაუტოლდა
  • იანვარ-ივლისში საქონლის ექსპორტის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა წინა წლების ანალოგიურ პერიოდებთან მიმართებით
  • აგვისტოში, წინა თვესთან შედარებით, ლარის გაცვლითი კურსი აშშ დოლართან მიმართებით 2.0%-ით, ევროს მიმართ კი 1.1%-ით გაუფასურების ტენდენციას ავლენს

დეტალურად სხვა ეკონომიკური პარამეტრების დინამიკის შესახებ იხილეთ სრული დოკუმენტი.