მაკროეკონომიკური გარემოს მიმოხილვა - მაისი,2019
Print this page

მაკროეკონომიკური გარემოს მიმოხილვა - მაისი,2019

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ,,საქართველოს მაკროეკონომიკური გარემოს ყოველთვიური მიმოხილვა" ასახავს ძირითადი მაკროეკონომიკური მაჩვენებლების ტენდენციებს. მიმოხილვა ეყრდნობა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის, საქართველოს ეროვნული ბანკის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მონაცემებს.

• აპრილში, წინასწარი შეფასებით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 5.1% შეადგინა, ხოლო იანვარ-აპრილში მშპ-ის საშუალო რეალურმა ზრდამ 4.8% შეადგინა
• მაისში წლიური ინფლაცია 4.7%-ს გაუტოლდა
• იანვარ-აპრილში საქონლის ექსპორტის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა წინა წლების ანალოგიურ პერიოდებთან მიმართებით
• მაისში, წინა თვესთან შედარებით, ლარის გაცვლითი კურსი აშშ დოლართან მიმართებით 1.9%- ით, ევროს მიმართ კი 1.5%-ით გაუფასურების ტენდენციას ავლენს

დეტალურად სხვა ეკონომიკური პარამეტრების დინამიკის შესახებ იხილეთ სრული დოკუმენტი.