Print this page

მაკროეკონომიკური გარემოს მიმოხილვა - აპრილი, 2019

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ,,საქართველოს მაკროეკონომიკური გარემოს ყოველთვიური მიმოხილვა" ასახავს ძირითადი მაკროეკონომიკური მაჩვენებლების ტენდენციებს. მიმოხილვა ეყრდნობა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის, საქართველოს ეროვნული ბანკის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მონაცემებს.

• მარტში, წინასწარი შეფასებით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 6.0% შეადგინა, ხოლო იანვარ-მარტში მშპ-ის საშუალო რეალურმა ზრდამ 4.7% შეადგინა
• აპრილში წლიური ინფლაცია 4.1%-ს გაუტოლდა
• იანვარ-მარტში საქონლის ექსპორტის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა წინა წლების ანალოგიურ პერიოდებთან მიმართებით
• აპრილში, წინა თვესთან შედარებით, ლარის გაცვლითი კურსი აშშ დოლართან მიმართებით 0.4%- ით გაუფასურდა, ევროს მიმართ კი 0.3%-ით გამყარების ტენდენციას ავლენს

დეტალურად სხვა ეკონომიკური პარამეტრების დინამიკის შესახებ იხილეთ სრული დოკუმენტი.