მაკროეკონომიკური გარემოს მიმოხილვა მარტი, 2019
Print this page

მაკროეკონომიკური გარემოს მიმოხილვა მარტი, 2019

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ,,საქართველოს მაკროეკონომიკური გარემოს ყოველთვიური მიმოხილვა" ასახავს ძირითადი მაკროეკონომიკური მაჩვენებლების ტენდენციებს. მიმოხილვა ეყრდნობა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის, საქართველოს ეროვნული ბანკის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მონაცემებს.

• თებერვალში, წინასწარი შეფასებით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 4.6% შეადგინა, ხოლო იანვარ-თებერვალში მშპ-ის საშუალო რეალურმა ზრდამ 4.1% შეადგინა
• მარტში წლიური ინფლაცია 3.7%-ს გაუტოლდა
• იანვარ-თებერვალში საქონლის ექსპორტის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა წინა წლების ანალოგიურ პერიოდებთან მიმართებით
• მარტში, წინა თვესთან შედარებით, ლარის გაცვლითი კურსი აშშ დოლართან მიმართებით 1.2% ით, ევროს მიმართ კი 0.8%-ით გაუფასურების ტენდენციას ავლენს

დეტალურად სხვა ეკონომიკური პარამეტრების დინამიკის შესახებ იხილეთ სრული დოკუმენტი.