პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ,,საქართველოს მაკროეკონომიკური გარემოს კვარტალური მიმოხილვა" ასახავს ძირითადი მაკროეკონომიკური მაჩვენებლების ტენდენციებს. მიმოხილვა ეყრდნობა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის, საქართველოს ეროვნული ბანკის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მონაცემებს.
- სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი 4.2%-ით შემცირდა.
- წლიური ინფლაცია 4.5%-ს გაუტოლდა.
- ლარის გაცვლითი კურსი აშშ დოლარის მიმართ წინა კვარტალთან შედარებით 1.3%-ით გაუფასურდა, ხოლო 2020 წლის I კვარტალთან შედარებით კი - 11.7%-ით.
- ნაერთი ბიუჯეტის უარყოფითმა მთლიანმა სალდომ 588.3 მლნ ლარი შეადგინა.
- დოლარიზაციის მაჩვენებელი გაიზარდა დეპოზიტებზე, ხოლო სესხებზე შემცირდა.
დეტალურად სხვა ეკონომიკური პარამეტრების შესახებ, იხ. სრული დოკუმენტი.