Print this page

მაკროეკონომიკური გარემოს მიმოხილვა იანვარი, 2020

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ,,საქართველოს მაკროეკონომიკური გარემოს ყოველთვიური მიმოხილვა" ასახავს ძირითადი მაკროეკონომიკური მაჩვენებლების ტენდენციებს. მიმოხილვა ეყრდნობა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის, საქართველოს ეროვნული ბანკის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მონაცემებს.

  • 2019 წლის დეკემბერში, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 3.8%, ხოლო იანვარ-დეკემბერში მშპ-ის საშუალო რეალურმა ზრდამ 5.2% შეადგინა
  • 2020 წლის იანვარში წლიური ინფლაცია 6.4%-ს გაუტოლდა
  • 2019 წლის იანვარ-დეკემბერში საქონლის ექსპორტის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა წინა წლებთან მიმართებით
  • 2020 წლის იანვარში, წინა თვესთან შედარებით, ლარის გაცვლითი კურსი როგორც აშშ დოლართან მიმართებით, ისე ევროს მიმართ 0.8%-ით გამყარების ტენდენციას ავლენს

დეტალურად სხვა ეკონომიკური პარამეტრების დინამიკის შესახებ იხილეთ სრული დოკუმენტი