Print this page

ეკონომიკური ზრდის კვარტალური პროგნოზი - I კვარტალი, 2019

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის შეფასებით, 2019 წლის I კვარტალში რეალური მშპ-ის ზრდის ტემპი 4.3%-ს მიაღწევს. 2018 წლის იმავე პერიოდში მშპ-ის ზრდის ტემპი 5.2% იყო. მიმდინარე წლის I კვარტალში მშპ-ის მოსალოდნელ ზრდაში დადებითი წვლილი შეაქვს როგორც აბსორბციის (2.2 პპ), ასევე — წმინდა ექსპორტის კომპონენტს (2.1 პპ).