Print this page

მაკროეკონომიკური გარემოს მიმოხილვა - IV კვარტალი, 2019

 

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ,,საქართველოს მაკროეკონომიკური გარემოს კვარტალური მიმოხილვა" ასახავს ძირითადი მაკროეკონომიკური მაჩვენებლების ტენდენციებს. მიმოხილვა ეყრდნობა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის, საქართველოს ეროვნული ბანკის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მონაცემებს.

  • სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი 5.3%-ით გაიზარდა
  • წლიური ინფლაცია 7.0%-ს გაუტოლდა
  • ლარის გაცვლითი კურსი აშშ დოლარის მიმართ წინა კვარტალთან შედარებით 0.9%-ით, ხოლო 2018 წლის IV კვარტალთან შედარებით 9.2%-ით გაუფასურდა
  • ნაერთი ბიუჯეტის უარყოფითმა მთლიანმა სალდომ 1010.4 მლნ ლარი შეადგინა
  • მცირედით გაიზარდა როგორც დეპოზიტებზე, ისე სესხებზე დოლარიზაციის მაჩვენებელი

დეტალურად სხვა ეკონომიკური პარამეტრების შესახებ, იხ. სრული დოკუმენტი.