პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ,,საქართველოს მაკროეკონომიკური გარემოს კვარტალური მიმოხილვა" ასახავს ძირითადი მაკროეკონომიკური მაჩვენებლების ტენდენციებს. მიმოხილვა ეყრდნობა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის, საქართველოს ეროვნული ბანკის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მონაცემებს.
• წინასწარი შეფასებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი 4.9%-ით გაიზარდა
• წლიური ინფლაცია 4.4%-ს გაუტოლდა
• ლარის გაცვლითი კურსი აშშ დოლარის მიმართ წინა კვარტალთან შედარებით 2.6%-ით, ხოლო 2018 წლის II კვარტალთან შედარებით 10.7%-ით გაუფასურდა
• ნაერთი ბიუჯეტის უარყოფითმა მთლიანმა სალდომ 139.0 მლნ ლარი შეადგინა
• შემცირდა როგორც დეპოზიტებზე, ისე სესხებზე დოლარიზაციის მაჩვენებელი
დეტალურად სხვა ეკონომიკური პარამეტრების შესახებ, იხ. სრული დოკუმენტი.