მაკროეკონომიკური გარემოს მიმოხილვა - I კვარტალი, 2019
Print this page

მაკროეკონომიკური გარემოს მიმოხილვა - I კვარტალი, 2019

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ,,საქართველოს მაკროეკონომიკური გარემოს კვარტალური მიმოხილვა"  ასახავს ძირითადი მაკროეკონომიკური მაჩვენებლების ტენდენციებს. მიმოხილვა ეყრდნობა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის, საქართველოს ეროვნული ბანკის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მონაცემებს.

ძირითადი მაჩვენებლების დინამიკა შემდეგია:

  • წინასწარი შეფასებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი 4.7%-ით გაიზარდა;
  • წლიური ინფლაცია 2.7%-ს გაუტოლდა;
  • ლარის გაცვლითი კურსი აშშ დოლარის მიმართ წინა კვარტალთან შედარებით 0.3%-ით გამყარდა, ხოლო 2018 წლის I კვარტალთან შედარებით 6.8%-ით გაუფასურდა;
  • ნაერთი ბიუჯეტის დადებითმა მთლიანმა სალდომ 55.3 მლნ ლარი შეადგინა;
  • შემცირდა როგორც დეპოზიტებზე, ისე  სესხებზე დოლარიზაციის მაჩვენებელი.

დეტალურად სხვა ეკონომიკური პარამეტრების შესახებ, იხ. სრული დოკუმენტი.