მაკროეკონომიკური პროგნოზების განახლება - სექტემბერი 2018
Print this page

მაკროეკონომიკური პროგნოზების განახლება - სექტემბერი 2018

 

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის შეფასებით, რეალური მშპ-ის ზრდის ტემპი 2018 წლისათვის 5.1%-ს, ხოლო 2019 წლისათვის 5.3%-ს შეადგენს. პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის საბოლოო განახლებული წლიური მაკროეკონომიკური პროგნოზები საშუალოვადიანი პერიოდისათვის გამოქვეყნდება მიმდინარე წლის 6 დეკემბერს, სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ეკონომიკური გარემოს საპროგნოზო მაჩვენებლების განახლების შემდგომ.