Print this page

მაკროეკონომიკური გარემოს მიმოხილვა დეკემბერი, 2017

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ,,საქართველოს მაკროეკონომიკური გარემოს ყოველთვიური ბიულეტენი" ასახავს ძირითადი მაკროეკონომიკური მაჩვენებლების ტენდენციებს. მიმოხილვა ეყრდნობა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის, საქართველოს ეროვნული ბანკის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მონაცემებს.

2017 წლის ნოემბერში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რეალური მშპ-ის ზრდის ტემპმა 3.7% შეადგინა. აღნიშნულ ზრდაზე, დღგ-ს მოცულობის ბრუნვების მიხედვით, დადებითი გავლენა ძირითადად ვაჭრობას ჰქონდა. 2017 წლის იანვარ-ნოემბერში კი მშპ-ის საშუალო რეალური ზრდა 4.8%-ით განისაზღვრა. რაც შეეხება ინფლაციას, 2017 წლის დეკემბერში წლიურმა ინფლაციამ 6.7% შეადგინა.