პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ,,საქართველოს მაკროეკონომიკური გარემოს ყოველთვიური ბიულეტენი" ასახავს ძირითადი მაკროეკონომიკური მაჩვენებლების ტენდენციებს. მიმოხილვა ეყრდნობა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის, საქართველოს ეროვნული ბანკის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მონაცემებს.
2017 წლის ოქტომბერში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რეალური მშპ-ის ზრდის ტემპმა 5.7% შეადგინა. აღნიშნულ ზრდაზე, დღგ-ს მოცულობის ბრუნვების მიხედვით, დადებითი გავლენა განსაკუთრებით ვაჭრობასა და დამამუშავებელ მრეწველობას ჰქონდა. 2017 წლის იანვარ-ოქტომბერში კი მშპ-ის საშუალო რეალური ზრდა 4.9%-ით განისაზღვრა. რაც შეეხება ინფლაციას, 2017 წლის ნოემბერში წლიურმა ინფლაციამ 6.9%.