პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ,,საქართველოს მაკროეკონომიკური გარემოს ყოველთვიური ბიულეტენი" ასახავს ძირითადი მაკროეკონომიკური მაჩვენებლების ტენდენციებს. მიმოხილვა ეყრდნობა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის, საქართველოს ეროვნული ბანკის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მონაცემებს.
2017 წლის სექტემბერში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რეალური მშპ-ის ზრდის ტემპმა 5.0% შეადგინა. აღნიშნულ ზრდაზე, დღგ-ს მოცულობის ბრუნვების მიხედვით, დადებითი გავლენა განსაკუთრებით ვაჭრობასა და დამამუშავებელ მრეწველობას ჰქონდა. 2017 წლის იანვარ-სექტემბერში კი მშპ-ის საშუალო რეალური ზრდა 4.7%-ით განისაზღვრა. რაც შეეხება ინფლაციას, 2017 წლის ოქტომბერში წლიურმა ინფლაციამ 6.4% შეადგინა.