მაკროეკონომიკური გარემოს მიმოხილვა სექტემბერი, 2017
Print this page

მაკროეკონომიკური გარემოს მიმოხილვა სექტემბერი, 2017

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ,,საქართველოს მაკროეკონომიკური გარემოს მიმოხილვა" ასახავს ძირითადი მაკროეკონომიკური მაჩვენებლების ტენდენციებს. მიმოხილვა ეყრდნობა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის, საქართველოს ეროვნული ბანკის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მონაცემებს.

2017 წლის აგვისტოში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რეალური მშპ-ის ზრდის ტემპმა 4.3% შეადგინა. აღნიშნულ ზრდაზე, დღგ-ს მოცულობის ბრუნვების მიხედვით, დადებითი გავლენა განსაკუთრებით ვაჭრობას და დამამუშავებელ მრეწველობას ჰქონდა. 2017 წლის იანვარ-აგვისტოში კი მშპ-ის საშუალო რეალური ზრდა 4.7%-ით განისაზღვრა. რაც შეეხება ინფლაციას, 2017 წლის სექტემბერში წლიურმა ინფლაციამ 6.2% შეადგინა.