მაკროეკონომიკური გარემოს მიმოხილვა ივლისი, 2017
Print this page

მაკროეკონომიკური გარემოს მიმოხილვა ივლისი, 2017

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ,,საქართველოს მაკროეკონომიკური გარემოს მიმოხილვა" ასახავს ძირითადი მაკროეკონომიკური მაჩვენებლების ტენდენციებს. მიმოხილვა ეყრდნობა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის, საქართველოს ეროვნული ბანკის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მონაცემებს.
2017 წლის ივნისში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რეალური მშპ-ის ზრდის ტემპმა 4.6% შეადგინა. აღნიშნულ ზრდაზე, დღგ-ს მოცულობის ბრუნვების მიხედვით, დადებითი გავლენა განსაკუთრებით ვაჭრობას, დამამუშავებელ მრეწველობას და მშენებლობას ჰქონდა. 2017 წლის იანვარ-ივნისში კი მშპ-ის საშუალო რეალური ზრდა 4.5%-ით განისაზღვრა. რაც შეეხება ინფლაციას, 2017 წლის ივლისში წლიურმა ინფლაციამ 6.0% შეადგინა, ხოლო მშპ-ის დეფლატორი 2017 წლის ივნისში 8.2%-ს გაუტოლდა. საგარეო ვაჭრობის მიხედვით, წინა წლის იანვარ-ივნისთან შედარებით, 2017 წლის იანვარ-ივნისში ექსპორტი 30.1%-ით, ხოლო იმპორტი 8.8%-ით გაიზარდა. ამ პერიოდში ექსპორტის წილმა საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 22%-დან 26%-ს მიაღწია. შესაბამისად, გაუმჯობესდა სავაჭრო ბალანსის მდგომარობა და მისმა დეფიციტმა მხოლოდ 0.2%-ით მოიმატა, რაც ერთ-ერთი დაბალი მაჩვენებელია წინა წლებთან მიმართებით. 2017 წლის ივნისში, 2016 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, უცხოეთიდან გადმორიცხულმა ფულადმა გზავნილებმა 17.1%-ით მოიმატა. ოფიციალური საერთაშორისო რეზერვები 2017 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 2.9%-ით გაიზარდა და 2,938 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.