პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ,,საქართველოს მაკროეკონომიკური გარემოს მიმოხილვა" ასახავს ძირითადი მაკროეკონომიკური მაჩვენებლების ტენდენციებს. მიმოხილვა ეყრდნობა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის, საქართველოს ეროვნული ბანკისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მონაცემებს.
2016 წლის დეკემბერში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რეალური მშპ-ის ზრდის ტემპმა 0.3% შეადგინა. 2017 წლის იანვარში წლიურმა ინფლაციამ 3.9% შეადგინა, ხოლო მშპ-ის დეფლატორი 2016 წლის დეკემბერში 2.8%-ს გაუტოლდა. საგარეო ვაჭრობის მიხედვით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 2016 წლის იანვარ-დეკემბერში საქონლის ექსპორტი 4.1%-ით, ხოლო იმპორტი 0.7%-ით შემცირდა. აღნიშნულის გამო, ამ პერიოდში საქონლის სავაჭრო დეფიციტი 1%-ით გაიზარდა. 2016 წლის დეკემბერში, 2015 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, უცხოეთიდან გადმორიცხულმა ფულადმა გზავნილებმა 16.7%-ით მოიმატა. ოფიციალური საერთაშორისო რეზერვები 2017 წლის იანვარში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 14.3%-ით გაიზარდა და 2,797 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.