Print this page

მაკროეკონომიკური გარემოს მიმოხილვა თებერვალი, 2017

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ,,საქართველოს მაკროეკონომიკური გარემოს მიმოხილვა" ასახავს ძირითადი მაკროეკონომიკური მაჩვენებლების ტენდენციებს. მიმოხილვა ეყრდნობა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის, საქართველოს ეროვნული ბანკისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მონაცემებს.
2017 წლის იანვარში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რეალური მშპ-ის ზრდის ტემპმა 5.2% შეადგინა. 2017 წლის თებერვალში წლიურმა ინფლაციამ 5.5% შეადგინა, ხოლო მშპ-ის დეფლატორი 2017 წლის იანვარში 6.0%-ს გაუტოლდა. საგარეო ვაჭრობის მიხედვით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 2017 წლის იანვარში საქონლის ექსპორტი 45%-ით, ხოლო იმპორტი 15%-ით გაიზარდა. აღნიშნულის გამო, ამ პერიოდში საქონლის სავაჭრო დეფიციტი 2.9%-ით გაიზარდა. 2017 წლის იანვარში, 2016 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, უცხოეთიდან გადმორიცხულმა ფულადმა გზავნილებმა 26.1%-ით მოიმატა. ოფიციალური საერთაშორისო რეზერვები 2017 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 14.6%-ით გაიზარდა და 2,781 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.