Print this page

მაკროეკონომიკური გარემოს ყოველთვიური ბიულეტენი 2016 წლის დეკემბერი

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ,,საქართველოს მაკროეკონომიკური გარემოს ყოველთვიური ბიულეტენი" ასახავს ძირითადი მაკროეკონომიკური მაჩვენებლების ტენდენციებს. მიმოხილვაეყრდნობა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის, საქართველოს ეროვნული ბანკის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მონაცემებს.

2016 წლის ნოემბერში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რეალური მშპ-ის ზრდის ტემპმა 2.0შეადგინააღნიშნულ ზრდაზე, დღგ- მოცულობის ბრუნვების მიხედვით,დადებითი გავლენა განსაკუთრებით ვაჭრობას (7.1%), აგრეთვე - მრეწველობას (1.6%), უძრავი ქონებით ოპერაციებსა (0.6%) და საფინანსო საქმიანობას (0.5%) ჰქონდარაც შეეხე ინფლაციას, 2016 წლის დეკემბერში წლიურმა ინფლაციამ 1.8% შეადგინა, ხოლო მშპ-ის დეფლატორი 2016 წლის ნოემბერში 1.4%-ს გაუტოლდასაგარეო ვაჭრობის მიხედვითწინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 2016 წლის იანვარ-ნოემბერში ექსპორტი 5%-ითხოლო იმპორტი 1%-ით შემცირდა (C ჰეპატიტის სამკურნალო საშუალებების გარეშე)აღნიშნულის გამო, ამ პერიოდშისავაჭრო ბალანსის დეფიციტი 1.2%-ით გაიზარდა. 2016 წლის ნოემბერში2015 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებითუცხოეთიდან გადმორიცხულმა ფულადმა გზავნილებმა 14.8%-ითმოიმატა. ოფიციალური საერთაშორისო რეზერვები 2016 წლის დეკემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 9.4%-ით გაიზარდა და 2,757 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.