მაკროეკონომიკური გარემოს ყოველთვიური ბიულეტენი 2016 წლის მაისი
Print this page

მაკროეკონომიკური გარემოს ყოველთვიური ბიულეტენი 2016 წლის მაისი

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ,,საქართველოს მაკროეკონომიკური გარემოს ყოველთვიური ბიულეტენი" ასახავს ძირითადი მაკროეკონომიკური მაჩვენებლების ტენდენციებს. მიმოხილვა ეყრდნობა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის, საქართველოს ეროვნული ბანკის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მონაცემებს.
2016 წლის აპრილში რეალური მშპ-ის ზრდის ტემპმა 4.3% შეადგინა. აღნიშნულ ზრდაზე, დღგ-ს მოცულობის ბრუნვების მიხედვით, დადებითი გავლენა განსაკუთრებით მშენებლობას (3.1%), აგრეთვე ვაჭრობას (1.4%) და მრეწველობას (1.4%) ჰქონდა. რაც შეეხება ინფლაციას, 2016 წლის მაისში წლიურმა ინფლაციამ 2.1% შეადგინა. მშპ-ის დეფლატორი კი 2016 წლის აპრილში 2.6%-ს გაუტოლდა. საგარეო ვაჭრობის მიხედვით, 2016 წლის იანვარ-აპრილში ექსპორტი 12%-ით შემცირდა, ხოლო იმპორტი 14%-ით გაიზარდა. აღნიშნულ პერიოდში სავაჭრო ბალანსის დეფიციტი 25%-ით გაიზარდა. კლების ტენდენცია გამოვლინდა ფულად გზავნილებში, კერძოდ, 2016 წლის იანვარ-აპრილში უცხოეთიდან გადმორიცხული ფულადი გზავნილები 2.5%-ით შემცირდა 2015 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ოფიციალური საერთაშორისო რეზერვები 2016 წლის მაისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 7.4%-ით გაიზარდა და 2,569 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.