მაკროეკონომიკური გარემოს ყოველთვიური ბიულეტენი 2016 წლის აპრილი
Print this page

მაკროეკონომიკური გარემოს ყოველთვიური ბიულეტენი 2016 წლის აპრილი

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ,,საქართველოს მაკროეკონომიკური გარემოს ყოველთვიური ბიულეტენი" ასახავს ძირითადი მაკროეკონომიკური მაჩვენებლების ტენდენციებს. მიმოხილვა ეყრდნობა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის, საქართველოს ეროვნული ბანკის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მონაცემებს.
2016 წლის მარტში რეალური მშპ-ის ზრდის ტემპმა 3.4% შეადგინა. აღნიშნულ ზრდაზე, დღგ-ს მოცულობის ბრუნვების მიხედვით, დადებითი გავლენა განსაკუთრებით მრეწველობას (2.0%), აგრეთვე უძრავი ქონებით ოპერაციებს (0.7%) და კომუნალურ მომსახურებას (0.7%) ჰქონდა. რაც შეეხება ინფლაციას, 2016 წლის აპრილში წლიურმა ინფლაციამ 3.2% შეადგინა. მშპ-ის დეფლატორი კი 2016 წლის მარტში 2.7%-ს გაუტოლდა. საგარეო ვაჭრობის მიხედვით, 2016 წლის იანვარ-მარტში ექსპორტი 12%-ით, ხოლო იმპორტი 5%-ით შემცირდა. აღნიშნულ პერიოდში სავაჭრო ბალანსის დეფიციტი 2.5%-ით შემცირდა. კლების ტენდენცია გამოვლინდა ფულად გზავნილებში, კერძოდ, 2016 წლის იანვარ-მარტში უცხოეთიდან გადმორიცხული ფულადი გზავნილები 5%-ით შემცირდა 2015 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ოფიციალური საერთაშორისო რეზერვები 2016 წლის აპრილში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 1.1%-ით გაიზარდა და 2,457 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.