Print this page

მაკროეკონომიკური გარემოს ყოველთვიური ბიულეტენი 2016 წლის თებერვალი

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ,,საქართველოს მაკროეკონომიკური გარემოს ყოველთვიური ბიულეტენი" ასახავს ძირითადი მაკროეკონომიკური მაჩვენებლების ტენდენციებს. მიმოხილვა ეყრდნობა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის, საქართველოს ეროვნული ბანკის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მონაცემებს.

2016 წლის იანვარში რეალური მშპ-ის ზრდის ტემპმა 0.8% შეადგინა. აღნიშნულ ზრდაზე, დღგ-ს მოცულობის ბრუნვების მიხედვით, დადებითი გავლენა განსაკუთრებით ელექტრონერგიისა და წყლის წარმოება-განაწილებას ჰქონდა (2.1%). რაც შეეხება ინფლაციას, 2016 წლის თებერვალში წლიურმა ინფლაციამ 5.6% შეადგინა. მშპ-ის დეფლატორი კი 2016 წლის იანვარში 5.5%-ს გაუტოლდა. საგარეო ვაჭრობის მიხედვით, 2016 წლის იანვარში ექსპორტი 22%-ით, ხოლო იმპორტი 25%-ით შემცირდა. აღნიშნულ პერიოდში სავაჭრო ბალანსის დეფიციტი 25.9%-ით შემცირდა. კლების ტენდენცია გამოვლინდა ფულად გზავნილებსა და ოფიციალურ საერთაშორისო რეზერვებში, კერძოდ, 2016 წლის იანვარში უცხოეთიდან გადმორიცხული ფულადი გზავნილები 12%-ით შემცირდა 2015 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ოფიციალური საერთაშორისო რეზერვები 2016 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 1.8%-ით შემცირდა და 2,426 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.